ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის სულ 136 დაინფიცირებულია გარდაცვლილი.
დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 233 ადამიანი.
NCDC-ის ცნობით ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 888 PCR ტესტირება ჩატარდა.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა.